კრიპტო კრედიტორი Vauld Group-ი მორატორიუმს აცხადებს

0
926

სინგაპურში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Vauld Group-ი მორატორიუმს აცხადებს.

ამ ნაბიჯით ისინი თავიანთ პრობლემურ კრედიტორებს მეტ დროს აძლევენ, რათა მათი აქტივების დაცვა და რესტრუქტურიზაცია განახორციელონ.

აღნიშნული ნაბიჯი, რასაკვირველია, ციფრული ვალუტების ფასების მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია, რომელიც გასული თვის დასაწყისში განსაკუთრებით აქტუალური იყო.

Vauld Group-მა მორატორიუმის შესახებ განცხადება შესაბამის უწყებაში უკვე დააფიქსირა. იმ შემთხვევაში, თუ ეს განცხადება დაკმაყოფილდება, მორატორიუმი კრედიტორს მეტ დროს მისცემს სათანადო რესტრუქტურიზაციის გეგმის მოსაძიებლად.

აღსანიშნავია, რომ ამ მორატორიუმის შინაარსი საკმაოდ ჰგავს ამერიკული კანონის მე-11 მუხლს, რომელიც გაკოტრების შესახებაა. თუმცა ძირეული განსხვავება ისაა, რომ მორატორიუმი ეხმარება კომპანიას და მის სრულ დახურვას ხელს უშლის.

Vauld-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი გააგრძელებს მორატორიუმის ბრძანებას, რათა მენეჯმენტს მიეცეს სასუნთქი სივრცე, რომელიც მას სჭირდება მოსამზადებლად დაგეგმილი რესტრუქტურიზაციისთვის ყველა დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი