სამხრეთ კორეაში ავტომობილის მართვის ლიცენზია Blockchain-ის სიტემაში რეგისტრირდება

0
1248

სამხრეთ კორეაში ავტომობილის მართვის ლიცენზიის მიღება Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა მხოლოდ მაისში დაიწყო, მაგრამ უკვე ერთმა მილიონმა სამხრეთ კორეელმა აირჩია Blockchain-ზე დაფუძნებული ლიცენზია.

ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთმა მილიონმა მოქალაქემ არჩევანი ფიზიკური მართვის მოწმობასა და Blockchain-ს შორის გააკეთა ციფრული ალტერნატივის სასარგებლოდ.

პროექტი საგზაო მოძრაობის ორგანოსთან პარტნიორობით პოლიციის ეროვნული სააგენტოს მიერ მაისში დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ გარდა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მართვის მოწმობისა, სხვადასხვა ბიზნესიც უკვე აქტიურად დაინტერესდა აღნიშნული საკითხით.

ამ ბიზნესებს შორის არის მანქანების დაქირავებისა და ველოსიპედით მომსახურების ორგანიზაციები, რომლებიც ასევე იკვლევენ Blockchain-ზე დაფუძნებული ლიცენზიის გამოყენების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის სატელეკომუნიკაციო კომპანია, SK Telecom–მა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის დაზღვევისთვის დაფუძნებული დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი სულ მალე Blockchain ტექნოლოგიაზე იქნებოდა დაფუძნებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი