ჩინურმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, Huawei-მ განაცხადა, რომ კომპანიის მობილური ტელეფონის მომხმარებლებს ბიტკოინის საფულის გადმოწერა შეეძლებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
BTC.com-ის ბიზნეს ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი ალეხანდრო დე ლა ტორეს განცხადებით, Huawei-ი ბიტკოინის საფულეს აპლიკაციების ჩამონათვალში დაამატებს, რომლითაც ყველა ახალ Huawei-ს სმარტფონი იქნება აღჭურვილი.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ კრიპტოვალუტის აკრძლვასთან დაკავშირებით დე ლა ტორმა Bloomberg-ს განუცხადა:
“ჩინეთის ბაზარზე გამოსვლის კარგი საშუალებაა. უნაღდო ანგარიშსწორების გამოყენება აპლიკაციის საშუალებით ძალიან ფართოა და ეს ტრადიციული საბანკო სისტემას ნამდვილად აკლია. ამიტომ ეს კარგი შემთხვევაა, რათა კრიპტოვალუტით გადახდა გაიზარდოს”.
შეგახსენებთ, რომ მარტში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Huawei გეგმავს სმარტფონის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს დეცენტრალიზებული პროგრამების მხარდაჭერას.
“ჩვენი ხელმძღვანელობის პოზიცია ჩინეთში ასეთია: ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში გლობალურიად დაიწყება კრიპტოვალუტის გამოყენების ზრდა”, – აღნიშნა ხაიმ გონსალომ, მობილური სერვისების ვიცე-პრეზიდენტმა.