UNICEF-მა ციფრული ვალუტის დახმარებით ახალი ფონდი შექმნა. მთელი მსოფლიოდან ადამიანებს ქველმოქმედების მიზნით თანხის გადარიცხვა კრიპტოვალუტით შეეძლებათ.
ოფიციალური განცხადების თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელიც თანხას კრიპტოვალუთი მიიღებს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ქველმოქმედების მიღება ბიტკოინითა და ეთერიუმით არის შესაძლებელი.
”კრიპტოვალუტის ფონდი UNICEF-ის ახალი და საინტერესო წამოწყებაა. თუ ციფრულ ეკონომიკასა და კრიპტოვალუტას აქვთ შესაძლებლობა დაეხმარონ ბავშვებსა და ახალგაზრდება მაშინ მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა”,- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორემ.
ცოტა ხნის წინ UNICEF-მა განაცხადა, რომ ინოვაციური ფონდი 100.000 დოლარის ინვესტიციას 6 კომპანიაში განახორციელებდა, რათა შეიქმნილიყო და განვითარებულიყო Blockchain პროექტები.
ინოვაციურმა ფონდმა სპეციალურად დაიწყო ტექნოლოგიური პროექტების ღიად დაფინანსება. ფონდი ახორციელებს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსა და Blockchain ტექნოლოგიას ეხება.
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფონდი 100.000 დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებდა არგენტინის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Atix Labs-ში, მექსიკის ტექნოლოგიურ კომპანიებში: Onesmart-სა და Prescrypto-ში, ასევე სტარტაპში Statwig-ში და ა.შ.