იტალიის მარეგულირებელმა ორი კრიპტო პროექტი შეაჩერა

0
1444

იტალიის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ორი პროექტი შეაჩერა. მარეგულირებლის თქმით, ორივე პროექტი თაღლითურ საინვესტიციო სქემებში იყო შემჩნეული. მარეგულირებელმა პროექტები 90 დღით შეაჩერა.

იტალიის მარეგულირებელი არის ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის იტალიური ანალოგი. მარეგულირებელი წარმოადგენს მთავრობას, რომლის მიზანიც იტალიის ფასიანი ქაღალდების ბაზარის დარეგულირება არის.

ორივე კომპანიას Bitsurge Token-სა და Green Energy Certificates-ს პროექტების განხორციელება შეეზღუდა. როგორც ცნობილია გახდა, ისინი კავშირში იყვნენ საეჭვო წარმომავლობის კომპანია Avalon Life-თან. ამასთანავე, ეს კომპანია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არ არის დაფუძნებული.

მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში თაღლითური სქემაც იყო აღწერილი. მაგალითად, კომპანია Bitsurge Token-ი ინვესტორებს კონტრაქტების დადებას სთავაზობდა და არწმუნებდა, რომ მათი კაპიტალი ყოველთვიურად 1.000-დან 25.000 დოლარამდე გაიზრდებოდა. მარეგულირებლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორივე შემთხვევაში მომხმარებლებს საკუთარი ტოკენების მართვა არ შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ხელისუფლების ბრძანებით, კრიპტოვალუტების კლასიფიცირება უნდა მომხდარიყო. ეს კი ხელს შეუწყობდა ბაზრის მეტ-ნაკლებად დარეგულირებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი