სოციალური ქსელები NFT-ის განვითარებას აგრძელებენ

0
851

Meta-მ, Facebook-ისა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ, გამოაცხადა ციფრული ხელოვნების ინიციატივის კიდევ ერთი განვითარება. არსებული მდგომარეობით, ორივე პლატფორმის ყველა მომხმარებელს შეუძლია დააკავშიროს საფულეები და გაუზიაროს NFT-ი 100 ქვეყანაში.

ამ წლის მაისიდან მოყოლებული მიმდინარე ტესტირებების ფარგლებში, მომხმარებლებს შეეძლებათ მონიშნონ შემქმნელები, კოლექციონერები და ასევე განათავსონ საკუთარი ციფრული კოლექციები აღნიშნულ პლატფორმებზე ყოველგვარი საფასურის გარეშე.

აგვისტოში Meta-მ მომხმარებლებს ნება დართო, გამოექვეყნებინათ ციფრული კოლექციები, რომლებსაც ისინი Facebook-სა და Instagram-ზე ფლობენ. ამის შემდეგ კომპანიამ გამოაცხადა საერთაშორისო გაფართოება აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის ქვეყნებში.

კომპანიამ ასევე დაამატა მხარდაჭერა მესამე მხარის საფულეებით, როგორიცაა Rainbow, MetaMask-ი, Trust Wallet-ი, Coinbase Wallet-ი და Dapper Wallet-ი, Ethereum-ი, Polygon-ი და Flow Blockchain მხარდაჭერასთან ერთად.

Twitter-ის რამდენიმე მომხმარებელმა გამოთქვა შეშფოთება იმ დროს Meta-ს პლატფორმაზე ციფრული საფულეების მიერ გადაცემული მონაცემების უსაფრთხოებასთან და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ცნობილია, 2021 წლის აპრილში, Facebook-ის ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებლის პერსონალურმა ინფორმაციამ ჰაკერულ საიტებზე გაჟონა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი