15 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1318

ორშაბათს, 15 მარტს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით ოდნავ შემცირდა.

დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი 58.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა დაახლოებით 4%-ით დაიკლო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის კურსი კვირას გაუმჯობესდა. გუშინ, ბიტკოინმა 60.000 დოლარის ზღვარი დასძლია და 61.597 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა ამ ნიშნულის შენარჩუნება დღის ბოლომდე ვერ მოახერხა. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 59.302 დოლარზე დაიხურა.

მიუხედავად ამისა, ბიტკოინი კვლავ რჩება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ყველაზე დიდ კრიპტოვალუტად. უკანასკნელი მონაცემებით ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ, ეთერიუმის ფასი 2.000 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასის დონე 1.930 დოლარს შეადგენდა. თუმცა ალტკოინმა ამ ნიშნულის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 5.71%-ით შემცირდა.

15 მარტს, დღის პირველ ნახევარში, ალტკოინის ღირებულება კი 1.791 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 მარტს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 745 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი