კომპანია XSpring Capital-ი 225 მილიონ დოლარს ბაზრის განვითარებისთვის გამოიყენებს

0
921

ტაილანდის XSpring Capital-ი 225 მილიონ დოლარს ინტეგრირებული ფინანსური ბაზრის შესაქმნელად გამოიმუშავებს.

ინვესტიციების მართვის კომპანია XSpring Capital-მა ტაილანდში დაფინანსების რაუნდი გამართა. რაუნდის მიზანი ფინანსური ბაზრის განვითარებაა, რომელიც ტრადიციული და ციფრული ვალუტების პროდუქტებს აერთიანებს.

განცხადების თანახმად, კომპანიამ 225 მილიონი აშშ დოლარი ტაილანდის უძრავი ქონების ფირმა Sansiri-სთან ერთად გამოიმუშავა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტაილანდი კრიპტო სექტორის მიმართ დადებითად არის განწყობილი. როგორც ცნობილია, ქვეყანა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტესტირებას 2022 წელს დაიწყებს.

თუმცა ტაილანდის ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტოვალუტების ბირჟებზე მონიტორინგი გაამკაცრა.

Bangkok Post-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ განაცხადა, რომ ივლისიდან კრიპტო ბირჟებმა პირადად უნდა გადაამოწმონ ახალი მომხმარებლების ვინაობა “dip-chip” აპარატის გამოყენებით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ მომხმარებლებს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე შეუძლიათ დაადასტურონ თავიანთი პირადობა, ონლაინ დოკუმენტაციის წარდგენით, dip-chip აპარატები დაასკანერებენ ტაილანდის მოქალაქის პირადობის მოწმობებში ჩიპს, რაც გულისხმოს გადამოწმების პროცესში მეტ ჩართულობასა და უსაფრთხოებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი