G20 სამიტის დეკლარაცია: კრიპტოვალუტას განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო უნდა ჰქონდეს

0
2022

გლობალური ეკონომიკის მდგრადი განვითარების შესახებ ბოლო პერიოდში მიღებულ დეკლარაციებში კრიპტოვალუტის საკითხი აქტიურად განიხილება. ციფრული ვალუტის რეგულაციასა და დაბეგვრას ეხებოდა ბუენოს აირესში გამართული G20 სამიტი. სამიტის მონაწილეები ქვეყნების მთავრობისა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები იყვნენ.

პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით “სამართლიანი და მდგრადი განვითარების კონსენსუსი”, რომელშიც შეჯამდა G20 სამიტის მონაწილე ქვეყნების მე-13 შეკრება.

გამოქვეყნებული დოკუმენტი კრიპტოვალუტის რეგულირებას ეხებოდა, თუმცა ასევე აღნიშნული იყო, რომ მნიშვნელოვანია ციფრული ვალუტის განავითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაც.

კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განხილვის დროს ასევე აღინიშნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ზომების მიღების აუცილებლობაც.

“ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას აუცილებლად მოვახდენთ საერთაშორისო ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის სტანდარტებით”,-ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადების იმავე ნაწილში ნათქვამია, რომ G20 სამიტის მონაწილეები გამოხატავდნენ პოზიტიურ დამოკიდებულებას ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები მჭიდროდაა დაკავშირებული რისკების მართვასთან სამიტის წევრების აზრით, ფინანსურ სექტორში ტექნოლოგიების პოტენციური სარგებელი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს, ხოლო რისკები მინიმუმამდე შემცირდეს.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს იაპონური მედია აქტიურად წერდა კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებაც. Jiji.com-ის ინფორმაციით, G20-ის წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ ერთობლივად წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სამიტის ლიდერები ცდილობენ საერთაშორისო ელექტრონული საგადასახადო მომსახურების სისტემის შექმნას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი