Facebook-მა შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვას

0
2276

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური ქსელი Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Cheddar-ი ავრცელებს.

Cheddar-ის ანონიმური წყაროების თანახმად, სოციალური მედია გიგანტი ძალიან სერიოზულად ეკიდება ვირტუალური ვალუტის შექმნის საკითხს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დევიდ მარკუსმა, Messenger-ის პროგრამის ხელმძღვანელმა აპლიკაცია Blockchain-ის კვლევით ჯგუფს გადასცა.

როგორც ცნობილია, დევიდ მარკუსმა დაუყოვნებლივ დაანონსა Blockchain ოპერაციების განხილვის დაწყება.

დევიდ მარკუსი მანამდე მუშაობდა PayPal-ის საფინანსო განყოფილებაში. შემდგომში იყო Coinbase Board-ის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ინავარში Facebook-მა კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამა აკრძალა. ცოტა ხნის შემდეგ იგივე ნაბიჯი გადადგეს Google-მა და Twitter-მაც. აკრძალვის მოტივი სამივე შემთხვევაში დაახლოებით ერთი და იგივეა, რომელიც ასე ჟღერს: “მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ან მატყუარა სარეკლამო პრაქტიკა”. სწორედ ეს იყო ინტერნეტ გიგანტების მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი