2020 და 2021 წლების განმავლობაში, პანდემიის მიუხედავად, კრიპტოვალუტის ინდუსტრიამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
კრიპტოინდუსტრიის მზარდი ბაზრის გამო ტექნოლოგიურმა კომპანია “ინტელმა” განაცხადა, რომ Coinbase-ის კრიპტო ბირჟაზე ინვესტიციას ახორციელებს.
“ინტელი” 1960 წელს შექმნილი კომპანიაა.
აღნიშნული ვაჭრობის შესახებ პარასკევს გახდა ცნობილი, როდესაც კომპანიამ შიდა ფინანსური გადახედვის მეორე კვარტალში გამოანთავისუფლა ფინანსები, რომლითაც Coinbase-ზე ვაჭრობა დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ Coinbase-ი 2021 წელს განსაკუთრებით დაწინაურდა. წლის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟამ Routefire-ის პლატფორმა შეიძინა.
Routefire-მა შექმნა პროდუქტი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მოძებნონ ლიკვიდურობის მრავალი წყარო, რათა იპოვონ ყველაზე ხელსაყრელი განაკვეთები როგორც ფასებზე, ასევე გადასახადებზე.
ამ ნაბიჯის შემდეგ, Routefire-ის გუნდი Coinbase-ისთვის ინსტრუმენტებისა და მომსახურების პაკეტს შეიმუშავებს.