კრიპტოვალუტისა და Blockchain ინდუსტრიის ექსპერტები ამბობენ, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ.
ამის შესახებ შოტლანდიური საინფორმაციო გამოშვება იტყობინება.
ედინბურგში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Libra-ს დირექტორმა ჯერემი დრეინმა განაცხადა, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიღების არ თანხმდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათი კომპანიის ინფრასტრუქტურა განსხვავებულია ციფრული ტექნოლოგიებისგან.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა Monax-ის აღმასრულებელი დირექტორი კეისი კალმანი.
“ეს არის ჯერჯერობით დაუხვეწავი პროგრამა და ღირებულებითი წინადადება არ არის ნათელი. ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგია არის ჩართული თითოეული კრიპტოვალუტის ოპერირებაში”,-განაცხადა Monax-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
MBN-ის დამფუძნებელმა მაიკლ იანგმა კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიები Blockchain-ისა და მისი ადაპტაციის ბიზნეს სტრატეგიებზე კვლევას დაასრულებენ მოსალოდნელია, რომ ამ ტექნოლოგიამ გავლენა ტრადიციულ IT ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებზეც მოახდინოს.
“საჭიროა სწორი ინფრასტრუქტურა, რათა Blockchain-ით უზრუნველყოფილი იყოს მონაცემების სწრაფად დამუშავება, გადაცემა და საიმედო დაცვა. ეს კი შეიძლება ნიშნავდეს სრულ რეალიზაციას მსხვილ კორპორაციებში, რომლებიც ამ ტექნოლოგიის გამოყენების გზებს ეძებენ”,-აღნიშნა მაიკლ იანგმა.