ჰონგ-კონგის მარეგულირებელი წესებს ამკაცრებს

0
1380

დღეს ჰონგ-კონგის ფინანსურმა მარეგულირებელმა ციფრული ვალუტის ბირჟებისთვის ახალი მარეგულირებელი წესები გამოაქვეყნა.

ამის შესახებ საჯარო განცხადება მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ეშლი ელდერმა გააკეთა.

დოკუმენტში ცალკე ადგილი ეთმობა უსაფრთხო ვაჭრობას. მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბირჟებისგან მოითხოვს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ყველა არსებული წესის დაცვას.

ციფრული ვალუტის ბირჟებს ასევე ევალებათ მომხმარებელთა შემოწმების მექანიზმის დანერგვაც.

“პლატფორმის ოპერატორი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. მან უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა იმისთვის, რომ დადგინდეს თითოეული კლიენტის იდენტურობა, მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა, ინვესტიციის მიზნები და ა.შ.”,- განაცხადა ეშლი ელდერმა.

2019 წლის მაისში ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების კომისიამ შეშფოთება გამოთქვა კრიპტო სივრცის რეგულაციის ხარვეზების გამო. საქმე ეხებოდა არაკანონიერი ოპერაციების რაოდენობის ზრდას.

პოლიტიკოსები კი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ყველანაირი სახის მონიტორინგი გაემკაცრებინა. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც კი ფიქრობდა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მარეგულირებელი სისტემის ხარვეზების გამო ჯერ კიდევ რისკის შემცველი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი