ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მიერ გაცემული ახალი ბრძანების თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ბაზარზე შესვლას გადაწყვეტენ მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელმა მათ ამის ნება არ მისცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს.
თიმოთი ლოჰმა, ადგილობრივი იურიდიული ფირმის მფლობელმა, Nikkei Asian Review-ს განუცხადა, რომ ზოგიერთმა მეწარმემ, შესაძლოა, გადაწყვიტოს, არ მიიღოს მონაწილეობა ახალ ბაზარზე, რათა შეინარჩუნოს უკვე არსებული პოზიციები.
“მარეგულირებლის მოთხოვნებმა შესაძლოა, ზოგიერთი ოპერატორისთვის ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს”,-აღნიშნა თიმოთი ლოჰმა.
Nikkei Asian Review სხვადასხვა ანალიტიკოსის მოსაზრებებზე დაყრდნობით წერს, რომ მაღალი სავაჭრო ხარჯების შემცირება ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზარზე შესვლით იქნებოდა გამოწვეული. ეს კი თავის მხრივ, ბაზრის სტაბილურობას განაპირობებდა. თუმცა, ამ საკითხის კონტრარგუმენტად შეიძლება ისიც გამოდგეს, რომ მარეგულირებლის მკაცრმა პოლიტიკამ შეიძლება, ინვესტორთა ნდობის ხარისხი გაზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტების რეგულაციას გეგმავდა.
მარეგულირებლის მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ ციფრულ თუ რეალურ გარემოში მოღვაწე ბიზნესი უნდა დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი კონკურენცია.