კვლევის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტები ბანკის მიერ გამოშვებულ კრიპტოვალუტას მხარს დაუჭერენ

0
1605

გლობალური ფინანსური ინსტიტუტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შექმნან თავიანთი ციფრული ვალუტები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა.

კვლევა მოიცავს 21 ცენტრალურ ბანკს. კვლევა 2017 წლის ივლისსა და სექტემბერში თვეებში მიმდინარეობდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევაში მონაწილე ინსტიტუციებმა ვერ შეძლეს კომპრომისის პოვნა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, უნდა გამოსცეს თუ არა ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტა.

გამოკითხულთა 76%-ს ლეჯერ ტექნოლოგიების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება, ხოლო ფინანსური ინსტიტუციების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ცენტრალური ბანკები ვალდებულნი არიან საკუთარი კრიპტოვალუტები გამოუშვან.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ როდესაც იმავე საკითხზე საუბარი იაპონიის ცენტრალურ ბანკთან მიმდინარეობდა ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის გამოშვებას არ აპირებდნენ. უფრო მეტიც, ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის თეორიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

მისი თქმით, ცენტრალური ბანკების მიერ გაცემული ციფრული ვალუტა ბანკისთვისაც სასარგებლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ბანკი სისტემისგან ტრადიციული ვალუტის ამოღებას შეძლებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი