კანადის ავიაკომპანია Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

0
1441

კანადის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ Air Canada-მ შვეიცარიის Blockchain კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.

კომპანია Air Canada 1937 წელს დაარსდა. 2017 წლის მონაცემებით კი, კომპანიამ 48 მილიონი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც 7.3%-ით მეტი იყო 2016 წელთან შედარებით.

პრეს-რელიზის თანახმად, Air Canada-ს დეცენტრალიზებული სამგზავრო Blockchain პლატფორმა ექნება, რომელიც მგზავრებს კომპანიის სხვადასხვა სერვისზე პირდაპირი წვდომის საშუალებას მისცემს.

“Air Canada აღიარებს მომავლის ტექნოლოგიის მნიშვნელობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ პლატფორმის წყალობით ჩვენს მომხარებელს პირდაპირი წვდომის საშუალება მივცეთ ჩვენს სერვისებზე”,- განაცხადა Air Canada-ს წარმომადგენელმა ქეით ვალისმა.

ამასთანავე, ჯერ კიდევ თებერვალში სინგაპურის აეროპორტმა Blockchain-ზე დაფუძნებული აპლიკაცია შექმნა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო სინგაპურის ავიახაზების პროგრმაში მონაწილე კლინტებისთვის კომპანიის სხვადასხვა სერვისით სარგებლობა ან გარკვეული სავაჭრო ოპერაციების შესრულება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადის მთავრობამ ჰოლანდიის ხელისუფლებასთან ერთად საპილოტე გეგმაზე მუშაობდა, რომელიც მიზნად ისახავდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას საემიგრაციო პროცედურებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი