კრიპტოვალუტების ფასები გაზრდილია

0
1328

პარასკევს, 3 აპრილს ციფრული ვალუტის ბაზარი გაიზარდა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 5.01%-ით არის გაზრდილი. ამჟამად ბიტკოინის კურსის ნიშნული 7.000 დოლარს უახლოვდება.

ამ ეტაპზე ნეგატიური პროგნოზი ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ თუკი ბიტკოინის ფასმა დაიკლო მომდევნო დონე 5.800 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ფასი 7.200 დოლარამდე გაიზარდოს.

3 აპრილის მონაცემების მიხედვით ბიტკოინის ბაზარზე დომინანტურობის მაჩვენებელი 65.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი საგრძნობლად გაზრდილია. ეთერიუმის ფასის ნიშნული 146 დოლარს შეადგენს. დღე-ღამის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული 6.24%-ით არის გაუმჯობესებული.

რიპლის შემთხვევაშიც კურსის მატება ფიქსირდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსმა 3.09%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 აპრილს დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 195.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი