გერმანიის ერთ-ერთი ბანკი კრიპტოვალუტისა და Blockchain კომპანიების მომსახურებისთვის მზად არის

0
2154

კრიპტოვალუტისა და Blockchain კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს გერმანიის solarisBank-ის დახმარებით შეუძლიათ სხვადასხვა საბანკო სერვისი მიიღონ.

SolarisBank-ი მომხმარებელს სთავაზობს ე.წ. Blockchain კომპანიის ანგარიშს, რომელიც მხოლოდ ტრადიციულ ვალუტაში გაიხსნება. ეს ანგარიშები განკუთვნილია Blockchain კომპანიების საბანკო საჭიროებებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებენ გერმანიის ბანკები.

გარდა ამისა, “ავტომატური ნდობის ანგარიშის” მეშვეობით, საბანკო პლატფორმა უზრუნველყოფს გლობალური კრიპტოვალუტის ბირჟებზე ტრადიციული ვალუტის მეშვეობით სხვადასხვა მომსახურებას.

“ჩვენ ვხედავთ, როგორც ინოვაციური კომპანიების მუშაობას ფინანსური ინდუსტრიის მომავალ განვითარებაზე ვფიქრობთ, ასევე Blockchain ტექნოლოგიის მომავალზეც და იმ კომპანიებზე, რომლებიც ამ ტექნოლოგიაზე არიან დამოკიდებულნი. ამავე დროს, ჩვენ, როგორც საბანკო სფეროში ლიცენზირებული კომპანია განვიხილავთ სამართლებრივ და მარეგულირებელ ნებართვას და შევისწავლით შესაძლო პარტნიორულ ურთიერთობებს”,- აცხადებს ფილიპ ბლანკენეგელი, SolarisBank-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

ევროპაში ჯერ მხოლოდ რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი არსებობას, სადაც კრიპტოვალუტისა და Blockchain კომპანიებს ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში შვეიცარიის Hypothekenbank-მა განაცხადა, რომ ბანკი მიიღებს Blockchain და კრიპტოვალუტის კომპანიებს. თუმცა, სერვისი ძირითადად ორიენტირებულია შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანიებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი