ბიტკოინის ფასი შემცირებულია

0
1660

სექტემბერის თვეში ციფრული ვალუტების ფასები განსაკუთრებულად 26 სექტემბერს შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 7.800 დოლარამდე დაეცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტამ ძალების აღდგენა შესძლო და ფასი კვლავ 8.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 5.3%-ით არის შემცირებული. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასი 21%-ით შემცირდა.

ხუთშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 68.2%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი თითქმის 2.68%-ით შემცირდა. 26 სექტემებრს დღის მეორე ნახევარში ეთერიუმის კურსი 164 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 213 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი