ხუთშაბათს, 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია აჩვენა, კრიპტოვალუტების ფასებმა დაიკლო.
ბიტკოინის კურსი 5.100 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 2.8%-ით შემცირდა.
11 აპრილს კი ბიტკოინის ღირებულება 5.106 დოლარს შეადგენდა.
გუშინდელი მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის შემცირება კვირის განმავლობაში დაახლოებით 3.3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება კაპიტალიზაციით უმსხვილეს ალტკოინს: დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 7.8%-ით დაეცა. ამ ფაქტმა კი გამოიწვია ის, რომ ალტკოინის კურსი 166 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ამ კვირაში 8 აპრილს გაიზარდა ეთერიუმის ფასი. ორშაბათს კრიპტოვალუტის კურსმა 180 დოლარის ნიშნულს მიაღწია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეთერიუმსს კვირის განმავლობაში 3%-იანი მოგება უფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 173.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.