ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1018

ოთხშაბათს, 17 აგვისტოს ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა.

დღეს ბიტკოინის ფასი 24.400 დოლარის ნიშანს მიუახლოვდა. თუმცა დღეს კრიპტოვალუტამ ეს ნიშნული დასძლია. ბიტკოინის კურსის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს შეადგენს.

დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 24.410 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი 40%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა. დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 1.950 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმისა და ბიტკოინის ფასის შემცირების მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ერთნაირია და დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 141 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი