Opera Crypto Browser-ი Coin98-თან პარტნიორობას იწყებს

    Opera Crypto Browser-მა, რომელიც არის Web3-ზე ორიენტირებული პროექტი, Coin98-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა.

    პარტნიორობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაფუძნებულ დეცენტრალიზებულ ფინანსურ (DeFi) პლატფორმასთან Web3-ის ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ემსახურება.

    Coin98-ის ინტეგრაციის შემდეგ Opera Crypto Browser-ის მომხმარებლებს პლატფორმის NFT-ის გაცემის შესაძლებლობა ექნებათ.

    სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარი ონლაინ ტექნოლოგიებისთვის “ცხელი წერტილის” რეპუტაციით სარგებლობს. აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობაა. საზოგადოების ციფრული ვალუტით დაინტერესება კი საკმაოდ მაღალია.

    აღნიშნული კოლაბორაცია ხელს შეუწყობს Opera Crypto Browser-ი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს თავის მიზანს და ახალ ბაზარზე მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს პროდუქტს.

    ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დაეხმარება კრიპტო პლატფორმას გაყიდოს კრიპტოვალუტა და პოპულარიზაცია გაუწიოს Web3 ტექნოლოგიების მიღებას.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *