ანალიტიკოსების პროგნოზით ალტკოინების ფასები კიდევ გაიზრდება

0
2045

გუშინ ალტკოინების ფასი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

2 აპრილს ლაიტკოინზე ვაჭრობა 60 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 77 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ასევე 60 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 76 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 20%-ით არის გაზრდილი. ამჟამად, ალტკოინის ფასი 81 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მყოფ რიპლის: გუშინ რიპლიზე ვაჭრობა 0.31 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 0.35 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კი 0.31 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს 0.35 დოლარზევე დაიხურა ვაჭრობაც.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში რიპლის მოსალოდნელი დონე 0.50 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო ფასის ნიშნული 0.55 დოლარი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი