Grayscale-მა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს

0
846

ცოტა ხნის წინ Grayscale-მა ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეიტანა განაცხადი და მოითხოვა Grayscale Bitcoin Trust-ის (GBTC) საბირჟო ვაჭრობის ფონდად (ETF) გადაქცევა, რაზეც მალევე უარი მიიღო. ამის გამო კომპანიამ დაიწყო სასამართლო წარმოებისათის მზადება, რათა ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას უჩივლოს.

ამ მოვლენას საზოგადოება განსხვავებული რეაქციებით შეხვდა. ზოგიერთი SEC-ის ბიტკოინის ფასის მანიპულირებაში ადანაშაულებდა, ზოგმაც მათ გადაწყვეტილებებს მიკერძოებული უწოდა.

Redditor u/ThatsMRcurmudgeon2u საზოგადოებას თავი ფასიანი ქაღალდების ადვოკატად წარუდგინა და აღნიშნულ მოვლენაზე და ზოგადად ფასიანი ქალდების პოლიტიკაზე ისაუბრა.

Redditor-ის თანახმად, ბევრი ელოდა სარჩელს, რადგან SEC-ის თავმჯდომარემ გარი გენსლერმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ბირჟების რეგისტრაცია SEC-ში.

ადვოკატმა ჯეიკ ჩერვინსკიმ “ტვიტერში” დაწერა, რომ ETF-ის უარყოფა იყო იმედგაცრუება, რომელიც ფედერალურ კანონსა და ზოგადად საღ არზს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა მან აღნიშნა, რომ SEC-ის როლი ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი