ალტკოინების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
923

გუშინ ციფრული ვალუტების ფასები გაუმჯობესდა. ეთერიუმის კურსმა 2.000 დოლარის ზღვარი დასძლია, მაგრამ ალტკოინმა ამ დონის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

31 მაისს ეთერიუმზე ვაჭრობა 1,996 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 2,000 დოლარის დონეს ასცდა და 2,005 დოლარზე დაფიქსირდა.

ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1,932 დოლარი იყო. დღის ბოლოს კი ეთერიუმზე ვაჭრობა 1,942 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 1,934 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასმა 1.73%-ით დაიკლო.

გუშინ რიპლიზე ვაჭრობა 0.41 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 0.42 დოლარი იყო. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.40 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.42 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.50 დოლარამდე მიაღწიოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 0.43 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 0.25%-ით არის მომატებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი