ბიტკოინის სამიზნე დონე 32.500 დოლარია

0
1029

გუშინ ბიტკოინის კურსი მკვეთრად გაიზარდა. სამშაბათს დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 30,000 დოლარს ასცდა და 32,249 დოლარზე დაფიქსირდა.

თუმცა ამის შემდეგ ბიტკოინის კურსმა კლება დაიწყო.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული უკვე 32.500 დოლარზე დაფიქსირდეს.

სამშაბათს ბიტკოინზე ვაჭრობა 32.723 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 32.249 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 31.286 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 31.792 დოლარზე დაიხურა.

პირველი ივნისის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 31.560 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა კი 0.12%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ ივნისს, დღის პირველ ნახევარში, ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 605 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი