კომპანია Ledger-ი ჰაკერებისგან თავდასაცავად პროგრამულ უზრუნველყოფას აძლიერებს

0
1034

“ცივი საფულის” მწარმოებელი Ledger-ი თავის პროგრამულ უზრუნველყოფას, კრიპტო გადარიცხვებისათვის, მეტ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას ანიჭებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჰაკერული თავდასხმები.

ამ ეტაპზე აღნიშნული სქემა იყენებს მცირე გადარიცხვებს მიმღები ობიექტების პირად ინფორმაციას.

Ledger Live 2.11.1 არის განახლებული პროგრამის ვერსია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დარჩეს თავისი კონფიდენციალურობის ფარგლებში და შეცვალოს ტრანზაქციის პარამეტრები პირადი ინფორმაციის გაცემის თავიდან ასაცილებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფუნქცია მუშაობს იერარქიული საფულეების მართვის ან მისი სხვადასხვა ბიტკოინ მისამართების მართვის საშუალებით.

აღსანიშნავია რომ ამ ტრანზაქციების საკომისიო შედარებით მაღალია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი განახლება პროგრამისათვის, რადგან ჰაკერების შეტევა იყენებს იმდენად მცირე გადარიცხვებს, რომ ის საკომისიოზე ნაკლებია. შესაბამისად, მსგავს გადარიცხვებს პროგრამა მომენტალურად დააფიქსირებს.

შეგახსენებთ რომ, დაახლოებით ორი თვის წინ საერთაშორისო პლატფორმის MongoDB კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა.

ჰაკერებმა გამოიყენეს ავტომატური სკრიპტი თითოეული მონაცემთა ბაზის დასასკანერებლად და დატოვეს გამოსასყიდის ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული მონაცემისთვის ჰაკერები 0.015 ბიტკოინის ითხოვდნენ, რაც დაახლოებით 140 აშშ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი