ბიტკოინის ფასი შემცირებულია

0
1449

ხუთშაბათი, 19 ნოემბერი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის მძიმე დღე აღმოჩნდა. ციფრული ვალუტების ბაზარი საგრძნობლად შემცირდა.

რამდენიმე დღის წინ ბიტკოინის კურსი პირველად ასცდა 17.000 დოლარის ნიშნულს. თუმცა გუშინ დღის ბოლოს ფასმა კვლავ 17.900 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 1.90%-ით არის შემცირებული.

19 ნოემბერს დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 17.400-სა და 17.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 1.16%-ით შემცირდა. საბოლოოდ ეთერიუმის ღირებულებამ კი 471 დოლარი შეადგინა.

ბოლო პერიოდში ფასის ზრდის ტენდენციის დროს ეთერიუმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 490 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი კი – 445 დოლარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 1.01%-ით არის გაუმჯობესებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 495.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი