ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაუმჯობესდა

0
1700

შაბათს, 23 თებერვალს ციფრული ვალუტების ფასები მნიშვნელოვნად შეიცვალა. კრიპტოვალუტების კურსი სულ უფრო და უფრო ზევით მიიწევს.

ბიტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამ ეტაპისთვის ციფრული ვალუტის კურსი 4.164 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული.

ამჟამად, მიმდინარე ფასის მაჩვენებელი 8%-ით მეტია, ვიდრე ეს კვირის დასაწყისში იყო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი 158 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი.

ამ ეტაპზე კი ეთერიუმის კაპიტალიზაცია 16.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 141 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს კი ნიშნავს, რომ წინა დღესთან შედარებით კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 7 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი