აშშ-ს მთავრობა არარეგისტრირებული ბირჟების მიმართ მკაცრ სანქციებს დააწესებს

0
1511

ახლად შექმნილი კრიპტოვალუტის ბირჟები ამა თუ იმ, ქვეყანაში დაწესებული რეგულაციის გამო საქმიანობის დაწყებას ზოგჯერ ვერ ახერხებენ. მაგალითად, აშშ-ს მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყნის მასშტაბით დაურეგისტრირებელი ბირჟების არსებობას.

ფედერალური ბიუროს ფინანსური კრიმინალური აღსრულების ქსელის დირექტორი კენეტ ბლანკო აღნიშნავს, რომ სააგენტო იმოქმედებს ყველას წინააღმდეგ, ვინც კი აშშ-ს იურისდიქციის ფარგლებს მიღმა გადაწყვეტს საქმიანობას.

ამერიკის მთავრობის ასეთი პოზიცია მხოლოდ ფინანსური დანაშაულების თავიდან არიდებას არ გულისხმობს. კენეტ ბლანკო ტერორიზმის დაფინანსებაზეც მიუთითებს.

დირექტორმა განმარტა, რომ ტრანზაქციებისას ყველა მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ფულის გათეთრების წინააღმდებ არსებულ საბრძოლო სტანდარტების გარკვეულ დონეს. სტანდარტები გულისხმობს, როგორც ტრადიციული ვალუტიდან კრიპტოვალუტის ყიდვას ისე პირიქით და ერთი კონკრეტული კრიპტოვალუტის სხვა კრიპტოვალუტაში გადაცვლასაც.

ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით, კომპანიები ვალდებულნი არიან მარეგულირებელთან ოფიციალურად დარეგისტრირდნენ და შეინარჩუნონ ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული პროგრამა.

“მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება, როგორც ადგილობრივ ისე, უცხოური ციფრული ვალუტის ბირჟების მიმართ, რომელთაც სურთ ამერიკაში საქმიანობის დაწყება”,-აღნიშნავს კენეტ ბლანკო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი