ბიტკოინის კურსი 2024 წელს შესაძლოა, 288.000 დოლარი იყოს

0
1644

მედიაში გავრცელებული პროგნოზის მიხედვით, ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სულ მალე ბიტკოინი ფასის ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს. ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე დონედ კვლავ 10.000 დოლარი რჩება.

როგორც კი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევს ეს ფასის ზრდის მყარი ნიშანი იქნება.

ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ დაახლოებით ოთხ წელიწადში ბიტკოინის კურსი 288.000 დოლარი გახდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით არაერთი ანალიტიკოსი, თუ მკვლევართა ჯგუფი გამოთქვამს თავის მოსაზრებას. ყველა ერთხმად თანხმდება იმაში, რომ 2020 წელს ბიტკოინის კურსი ზრდის მყარ ტენდენციას დააფიქსირებს.

მოსაზრებებს შორის განსხვავება მხოლოდ ფასების პროგნოზირებისას იკვეთება.

რამდენიმე დღის წინ ლიხტენშტეინის კრიპტო კვლევითმა ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია ბიტკოინის კურსის მკვეთრი მატება.

კვლევითი ჯგუფის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლოეს ათ წელიწადში ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 400.000 დოლარს მიუახლოვდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი