სამშაბათს, 31 მაისს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
ბიტკოინის ფასის ნიშნული 30.000 დოლარის ზღვარს მნიშვნელოვნად ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 4.49%-ით არის მომატებული.
ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 31.691 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 46%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 2.000 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.
ალტკოინის ფასმა 5.8%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 1985 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 2.000 დოლარის დონეს ასცდეს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის ციფრების თანახმად, 31 მაისს დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 313 მილიარდ დოლარს შეადგენდა.