კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1479

კრიპტოვალუტების კურსმა ბოლო დღეების განმავლობაში ფასის ვარდნა განიცადა, თუმცა ბალანსის შენარჩუნება და ფასების ოდნავი ზრდა მაინც დაფიქსირდა.

ბიტკოინი

11 ოქტომბერს ბიტკონი 6.341 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ბიტკოინის კლების ტენდენცია 5.900 დოლარის ნიშნულამდე ჩავიდოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა და კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 6.256 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში თუ, ბიტკოინის ფასი 6.341 დოლარზე მეტს მიაღწევს მოსალოდნელია, რომ ციფრული ვალუტის კურსი 6.831 დოლარამდე გაიზარდოს.

ამ ეტაპზე კლების ტენდენცია ისევ არსებობს და ანალიტიკოსები ტრეიდერებს მოუწოდებენ, რომ 5.900 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

ეთერიუმისთვის 200 დოლარი არის ზღვარი. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი გაზრდილია და ის 220 დოლარს შეადგენს. თუმცაღა, ბოლო დღეების განმავლობაში ალტკოინის ფასი 200 დოლარის ქვემოთ იყო მოქცეული.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული კვირის ხუთაშაბათი დღე კრიტიკული იყო ყველა კრიპტოვალუტისთვის და მათ შორის არც ეთერიუმი აღმოჩნდა გამონაკლისი. ამ დღეს ალტკოინის კურსი 188 დოლარამდე შემცირდა.

ეთერიუმის ფასის ზრდის ნიშანი იქნება პოზიცია, როდესაც კრიპტოვალუტა 249 დოლარის დონეს დაიკავებს.

რიპლი

რიპლიზე ვაჭრობა 11 ოქტომბერს 0.38-ზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლიმ ეს მაჩვენებელი გაიმეორა მოსალოდნელია, რომ კურსი 0.30 დოლარზე შემცირდეს.

თუმცა, 14 ოქტომბრის მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ რიპლის კურსი გაუმჯობესდა და დღის ბოლოს ვაჭრობა 0.40 დოლარზე დაიხურა. დღევანდელი მონაცემებით კი, ალტკოინის კურსი 0.45 დოლარს შეადგენს.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო დღეების განმავლობაში ბიტკოინ Cash-ის კურსი შემცირებული იყო. კრიპტოვალუტის ფასი 433 დოლარამდე დაეცა. ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 464 დოლარია.

თუკი კრიპტოვალუტა ფასის მატებას შეძლებს მაშინ მოსალოდნელი დონე 530 დოლარი იქნება. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 400 დოლარზე შეწყვიტონ.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ამჟამინდელი ღირებულება 55 დოლარია. 11 ოქტომბერს ალტკოინის ფასი 51 დოლარაზე დაფიქსირდა. ამ პერიოდში ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ კრიპტოვალუტის კურსი 40 დოლარის დონემდე ჩავიდოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. 12 ოქტომბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 53 დოლარზე დაიხურა.

კრიპტოვალუტის ფასის ზრდის ტენდენცია იქნება მაშინ, როდესაც ლაიტკოინის კურსი 60 დოლარის ზღვარს გადალახავს და 69 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი