მაიკ ნოვოგრაცი: 2018 წელს ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარს არ ასცდება

0
1611

ინვესტორმა მაიკ ნოვოგრაციმ Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი 2018 წელს 10.000 დოლარის ზღვარს არ ასცდება.

ამ ეტაპზე, მაიკ ნოვოგრაცის მიაჩნია, რომ დრო სჭირდება ფასების მომატებას, ხოლო მომავალ წელს იგი მოელის, რომ კრიპტოვალუტით ინსტიტუციონალური ინვესტორები განსაკუთრებით დაინტერესდებიან.

“… მე ვფიქრობ, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში თუ ინსტიტუციონალური ინვესტორები დაიწყებენ კრიპტოვალუტის შეძენას, ციფრული ვალუტების კურსი საგრძნობლად მოიმატებს”,-აღნიშნა ნოვოგრაციმ ინტერვიუში.

ნოვოგრაციმ ჯერ კიდევ ივლისში გააკეთა განცხადება, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის მასობრივი ადაპტირება 5-6 წელიწადში იყო მოსალოდნელი.

ამასთანავე, მაიკ ნოვოგრაცი მაშინაც ხაზს უსვამდა ინსტიტუციონალური ინვესტორების ფაქტორს. “იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებენ ინსტიტუციონალური ინვესტორები. რთულია უთხრათ თქვენს უფროსს, რომ მე მაქვს ფული იქ დაბანდებული, რაზეც თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. ამიტომ თვქენ გჭირდებათ სანდო დამცველი, როგორიც არის იაპონიის ბანკი, HSBC-ი ან Goldman Sachs-ი”,- აღნიშნა ნოვოგრაციმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ტექ.-ანალიტიკოსმა ტომ ლიმ ასევე ივლისში გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ბიტკოინის კურსი 2018 წლის ბოლოს 22.000 დოლარს გადააჭარბებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი