3 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1787

ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინის კურსი კვლავ 6.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა, თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 1.6%-ით დაიკლო. ბიტკოინის ფასის ნიშნული საბოლოოდ, 6.502 დოლარზე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ბიტკოინის კურსმა 6.783 დოლარის ნიშნულსაც მიაღწია, თუმცა დღის ბოლოს ფასი მაინც 6.478 დოლარზე ჩამოვიდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: 3 ოქტომბერს ეთერიუმის კურსიც შემცირდა. ალტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 3.8%-იანი კლება განიცადა. გუშინ, ეთერიუმზე ვაჭრობა 220 დოლარზე დაიხურა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ ამ კვირაში ეთერიუმის კურსი 2.6%-ით შემცირდა, ხოლო თვის განმავლობაში დაფიქსირებული კრიპტოვალუტის ფასის კლების მაჩვენებელი 24%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 215 მილიარდ დოლარს შეადგენდა. წინა დღის მონაცემთან შედარებით გუშინ, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია 5 მილიარდი დოლარით იყო შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი