ბრაზილიის მარეგულირებელმა კრიპტობირჟებს საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვარი გაუგზავნა

0
1992

ბრაზილიის მარეგულირებელს კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მარეგულირებლის კითხვები ეხება იმ ბირჟებს, რომელთა საბანკო ანგარიშები გახსნიდან ყველაზე მალე დაიხურა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის მსხვილი გამოცემა Valor Economico ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებელმა კონკრეტული კითხვარი ბრაზილიაში მომუშავე ათ კრიპტოვალუტის ბირჟას გაუგზავნა. კითხვარის შედგენა და გაგზავნა მოხდა მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა ექვს ბირჟაზე დაიწყო გამოძიება.

თუმცა, მანამდე ბრაზილიის კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის ასოციაციამ თავად გაუგზავნა კრიპტობირჟა Atlas Quantum კითხვარი, რომელიც ეხებოდა Banco do Brasil-ის მიერ ამ ბირჟის ანგარიშების დახურვას.

ქვეყნის მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ თუკი მის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ვერ მიიღებს მაშინ კრიპტოვალუტის ბირჟები დაჯარიმდებიან.

კითხვარში, ბირჟებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ ფუნქციონირებდა მათი ბიზნესი ბრაზილიაში და რა მიზნით მოხდა ფინანსური ანგარიშების ჯერ გახსნა შემდეგ კი, მალევე დახურვა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რის გამოც ბანკებმა გადაწყვიტეს კრიპტობირჟების ანგარიშების დახურვა იყო ის, რომ ანგარიშები არ შეესაბამებოდა ეკონომიკური აქტივობის ეროვნულ კლასიფიკაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი