ოთხშაბათს, 12 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზრები კვლავ შემცირდა.
გუშინ, ბიტკოინის კურსმა 2.5%-ით დაიკლო. ეთერიუმმა კი 2017 წლის მაისიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი ნიშნული აჩვენა.
ბიტკოინის ფასი წინა კვირას 7.400 დოლარას აღწევდა. თუმცა, შემდეგ კრიპტოვალუტის კურსი მომენტალურად შემცირდა და დღემდე 6.300 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
12 სექტემებრს ბიტკოინის კურსი 6.350 დოლარს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია გუშინ, 109 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი ყოველდღიურად უარესდება. თუკი ერთი კვირს წინ ეთერიუმი ცდილობდა 300 დოლარის ნიშნულისთვის მიეღწია 12 სექტემბრის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ფასი 180 დოლარამდე იყო ჩამოსული.
ეთერიუმის კურსი ნელ-ნელა უახლოვდება გასული წლის მაისის მონაცემებს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 170 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 12 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 191 მილიარდ დოლარს შეადგენდა.