ოთხშაბათს, 10 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი შედარებით გაიზარდა. ბიტკოინის ფასის ნიშნული 12.000 დოლარს მიუახლოვდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი დიდი ხნის განმავლობაში არ შენარჩუნდა.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 12.092 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმდა დღის მანძილზე კურსი 3.6%-ით შემცირდა. საბოლოოდ კი, ბიტკოინის ფასი 12.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.
მიუხედავად ამისა, კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ზრდა 4.28%-ს შეადგენს.
რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბიტკოინის კურსის მსგავსად ეთერიუმის ფასიც შემცირდა. გუშინ, 10 ივლისს ეთერიუმის კურსმა 6.34%-ით დაიკლო. ამის შემდეგ ალტკოინის ფასი 289 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 343 მილიარდ დოლარს შეადგენდა.