გუშინ, 20 აგვისტოს ბიტკოინის ღირებულება 6.400 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ორშაბათი იყო მეექვსე დღე მას შემდეგ, რაც 14 აგვისტოდან კრიპტოვალუტის კურსმა ფასის რყევა საგრძნობლად დაიწყო. ბიტკოინის ფასი 6.250-დან და 6.600 დოლარს შორის მოძრაობდა.
ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს პირველი ნახვერის განმავლობაში დაფიქსირებული არასტაბილური პირობებისგან განსხვავებით, ექსპერტებს არ გამორჩენიათ 20 აგვისტოს ბიტკოინის კურსის გამყარების საკითხი.
თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 30 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 15%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4%-ით დაეცა. ასეთი შემცირებით კრიპტოვალუტამ 300 დოლარის მხარდაჭერა დაკარგა.
20 აგვისტოს მონაცემების მიხედვით ეთერიუმის ფასი 287 დოლარს შეადგენდა. ხოლო კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია კი 29 მილიარდი დოლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 20 აგვისტოს მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 213 მილიარდ დოლარს შეადგენდა.