აფრიკაში Blockchain ტექნოლოგია განვითარებას აგრძელებს

0
886

აფრიკული მობილური ბანკინგის პლატფორმა Aella Creditcoin Network-თან თანამშრომლობს, რათა საკრედიტო ისტორია გამჭვირვალე გახადოს მისი ყველა ტრანზაქციის ინტეგრირებით Creditcoin-ის საჯარო Blockchain-ზე.

Creditcoin-მა განაცხადა, რომ Aella-ს ყველა საკრედიტო ტრანზაქცია ჩაიწერება Creditcoin-ის Blockchain-ზე, რაც აუდიტს გაადვილებს.

ჩაწერილი ტრანზაქციები მოიცავს როგორც სესხის პირობებს, ასევე გადახდებსა და დაფარვას.

Creditcoin-მა განაცხადა, რომ აღნიშნული პარტნიობა, Creditcoin 2.0-ის გამოშვება, ეს არის განახლება, რაც ქსელს უფრო სტაბილურს გახდის და ინტეგრაციას გაამარტივებს.

Aella-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, აკინ ჯონსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ინვესტორებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ ბიზნესის შესრულებას რეალურ დროში.

ამან შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს მეტი კაპიტალის შედმოდინება და ბევრად მეტი აფრიკელისათვის გახადოს კრედიტები ხელმისაწვდომი.

”ჩვენთვის და მილიონობით მომხმარებლისთვის აფრიკაში, ეს ნიშნავს უფრო მეტ და იაფ წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობის საკრედიტო წყაროებზე”,- განაცხადა Aella-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი