კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1729

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. თუმცა კვირა დღეს ბიტკოინის ფასმა მოიმატა და შესაბამისად, ბაზარიც მკვეთრად გაიზარდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასმა მოიმატა. 16 ივნისს ბიტკოინის ფასი 9.053 დოლარამდე გაიზარდა. ახლა კრიპტოვალუტის სამიზნე ფასი 10.000 დოლარია.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი დაიკლებს 7.413 დოლარამდე დაეცემა. თუკი კურსი კიდევ უფრო შემცირდა მაშინ შესაძლოა, კურსი 5.900 დოლარზე აღმოჩნდეს.

თუმცა ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და კურსის მატებას უჭერენ მხარს.

ეთერიუმი

ექსპერტების თქმით, ეთერიუმის მოსალოდნელი დონე 280 დოლარია. თუკი კრიპტოვალუტა ამ ზღვარს დასძლევს მომდევნო სამიზნე ფასი 335 დოლარი იქნება.

მეორე მხრივ, თუ ალტკოინის ფასი დაეცემა სამიზნე ფასი 225 დოლარი იქნება.

საუკეთესო დრო ვაჭრობის დასაწყებად იქნება მაშინ, როდესაც ეთერიუმი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მომატებულ ფასს.

რიპლი

მსგავსად სხვა კრიპტოვალუტებისა მოიმატა რიპლის კურსმაც. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რიპლის ფასი 0.42 დოლარის ნიშნულს ასცდება. თუმცა ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის დონე 0.28 დოლარამდე დაეცეს.

ფასის კლების შემთხვევაში ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ პოზიციები 0.35 დოლარზე შეინარჩუნონ.

ლაიტკოინი

ლიტკოინის ფასი 135 დოლარამდე გაზრდილი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კურსის მომატების შემთხვევაში ლაიტკოინის ფასის მაჩვენებელი 140 დოლარამდე გაიზრდება.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის ფასი 426 დოლარია. ექსპერტების პროგნოზით კურსის 450 დოლარამდე ზრდა არის მოსალოდნელი.

თუმცა ფასის კლების შემთხვევაში შესაძლოა, ალტკოინის კურსი 363 დოლარზეც კი დაეცეს.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი