9 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1613

კვირას, 9 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ დღესთან შედარებით კრიპტოვალუტების ფასებმა მცირედით, თუმცა მაინც დაიკლო.

ბიტკოინის ფასის ნიშნული 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1.26%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 7.775 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ცდილობდა 8.000 დოლარისთვის მიეღწია. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად დაიკლო ეთერიუმის კურსმაც. ალტკოინის ფასმა 3.63%-ით დაიკლო. დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 235 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია კვლავ 25 მილარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 9 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 246 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი