რიპლის კურსი კვალავაც მერყევია. კრიპტოვალუტა შემცირებას განაგრძობს. რიპლის ჰქონდა მცდელობა, რომ 0.28 დოლარის დონემდე გაეზარდა კურსი, თუმცა უშედეგოდ.
ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულებება 0.26 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ დააკვირდნენ რიპლის ფასის კორექტირებას. უკვე, როდესაც კრიპტოვალუტის კურსს ზრდის ტენდეცია ექნება მხოლოდ მაშინ განხორციელონ ვაჭრობა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბიტკოინ Cash-მა 11 აგვისტოს 537 დოლარის დონეზე დაასრულა კურსის დაცემა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუკი კრიპტოვალუტის კურსი 620 დოლარამდე არ გაიზრდება მაშინ, მოსალოდნელია, რომ ბიტკოინ Cash-მა კვლავ 537 დოლარის ნიშნული დაიკავოს.
თუკი კრიპტოვალუტა ამ დონესაც ჩამოსცა მაშინ შესაძლებელია, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსი ჯერ 400, ხოლო შემდეგ 300 დოლარზეც კი ჩამოვიდეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ბიტკოინ Cash-ის კურსის დასტაბილურებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.
რაც შეეხება ლაიტკოინს, კრიპტოვალუტის სამიზნე ფასი 57 დოლარია. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიპტოვალუტა 48-სა და 52 დოლარის შუალედში იმოძრავებს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ლაიტკოინის ფასის ცვლილებას დაელოდონ და ისე განახორციელონ ვაჭრობა.