30 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1532

სამშაბათს, 30 აპრილს, კრიპტოვალუტის ბაზარმა, კრიზის შემდეგ, სტაბილურობის მოპოვება კვლავ მოახერხა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ 18%-ით გაიზარდა IOTA-ს ღირებულება. ამასთანავე, ლაიტკოინის ღირებულებაც გასული 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 8%-ით იყო მომატებული.

ბიტკოინის ფასმა კი 5.300 დოლარის ზღვარი დაარღვია. გუშინ კრიპტოვალუტის კურსი 5.300 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი კი 5.353 დოლარზე დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსი 1.55%-ით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის ფასმა 2.3%-ით მოახერხა გაუმჯობესება. 30 აპრილს ალტკოინის კურსი 159 დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასს დაახლოებით 8.36%-იანი ვარდნა აქვს ბოლო 7 დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 173 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი