Electric Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი: მთავრობებს მაინინგის ბიზნესის გაჩერება შეუძლიათ

0
1091

“მთავრობებს შეუძლიათ შეაჩერონ ბიტკოინის მიწოდება მაინინგის შეწყვეტით”,-აცხადებს Electric Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი.

”თუ შეერთებულმა შტატებმა ან თუნდაც ყაზახეთმა შეაჩერა ყველანაირი მაინინგი, რაც მათ ტერიტორიაზეა – ასეთი ტიპის გათიშვა ჰესის სიჩქარის 80% -დან 90% -მდე გაზრდის.” – აღნიშნა Electric Capital-ის პარტნიორმა თანადამფუძნებელმა, კურტის სპენსერმა.

ის კი იმას გულისხმობდა, რომ ბიტკოინის ქსელის ფუნქციონირება მთავრობების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ვებ–სამიტზე გამართულ პანელზე, სპენსერმა თქვა, რომ სწორედ დეპუტატები აძლევენ ბიტკოინს ზრდის შესაძლებლობას, რათა არ შექმნან უფრო მკაცრი შეზღუდვები მაინინგის ოპერაციებზე.

Electric Capital-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი 2021 წელს კრიპტოვალუტაში ინვესტიციის მდგომარეობაზე საუბრობდა.

მან რიტორიკულად დასვა შეკითხვა: “შეიძლება თუ არა მთავრობამ შეაჩეროს ბიტკოინის მოპოვება?!” და თავადვე გასცა პასუხი – “რა თქმა უნდა!”

თუ რატომ არ თიშავენ მთავრობები მაინინგის ცენტრებს, სპენსერმა განაცხადა, რომ სანამ ხელისუფლება მხარს უჭერს მაინინგს, ის აქ დარჩება და ეკონომიკაში უფრო ღრმა ფესვებს გაიდგამს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი