18 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1481

ორშაბათს, 18 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა.

ბიტკოინი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა 4.000 დოლარის ნიშნულს. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 4.024-სა და 3.990 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

გასულ კვირას საკონსულტაციო კომპანია Fundstrat Global-ის თანადამფუძნებელმა ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი ზაფხულში, უფრო კონკრეტულად კი აგვისტოს თვეში დაიწყებს ზრდას.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციას. ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 14 მილიარდი დოლარია, რიპლის კი 13 მილიარდი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასი 139-სა და 140 დოლარს შორის მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 4%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 139 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი