კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1795

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები მერყევი იყო. კვირის დასაწყისში ციფრული ვალუტების კურსის კლება დაფიქსირდა, ხოლო კვირის ბოლოს კი ბაზარი დასტაბილურდა და ფასებიც გაიზარდა.

ბიტკოინი

ბოლო სამი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 3.460 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 3.236 დოლარზე ჩამოვიდეს. თუკი ფასი კიდევ უფრო დაბლა დაეცემა მაშინ მოსალოდნელი დონე 3.000 დოლარი იქნება. ეს არის ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზი.

რაც შეეხება პოზიტიურ პროგნოზს: ბიტკოინის ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 4.255 დოლარია. კრიპტოვალუტის ზრდის ტენდენციად კი მიიჩნევა პოზიცია, როდესაც ციფრული ვალუტის კურსი 4.255 დოლარის ზღვარს გადასცდება.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რიპლი

29 იანვარს რიპლის კურსი 7 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. ალტკოინის ფასი 0.28 დოლარზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასმა თანდათანობით ზრდა დაიწყო.

ამ ეტაპზე რიპლის კურსი 0.30 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ რიპლის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 0.27 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის დროს ურჩევენ ვაჭრობას.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში 103-სა და 116 დოლარს შორის მერყეობდა. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასმა მოიმატა მოსალოდნელი დონე 134 დოლარი იქნება. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშას ასცდება მაშინ შესაძლოა, 167 დოლარის პოზიციაც დაიკავოს.

კურსის კლების შემთხვევაში ეთერიუმის ფასი შესაძლოა, 103 დოლარმდე დაეცეს. თუკი ეს მოხდება შემდეგი დონე 83 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 115-დან 120 დოლარის ფარგლებში მიმდინარეობდა. კურსის მატების შემთხვევაში კრიპტოვალუტის ფასი 141 დოლარამდე მოიმატებს.

იმ შემთხვევაში, თუ ციფრული ვალუტის კურსი დაეცემა მოსალოდნელი დონე ჯერ 105 შემდეგ კი 73 დოლარი იქნება.

ამ დროისთვის ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

ლაიტკოინი

კვირის განმავლობაში ლაიტკოინის ფასი 31-დან 33 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ფასის მატების შემთხვევაში მოსალოდნელი დონე 36 დოლარი იქნება.

თუკი ლაიტკოინის ფასი 36 დოლარის ზღვარს დასძლევს მაშინ მოსალოდნელი დონე 40 დოლარია.

თუკი კრიპტოვალუტის კურსმა ამ ნიშნულს ვერ მიაღწია მაშინ შესაძლებელია, რომ ფასი ჯერ 29-ზე შედეგ კი 23 დოლარზე დაეცეს.

ანალიტიკოსები ვაჭრობას მხოლოდ ფასის მატების დროს რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი