კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2390

კვირის განმავლობაში სტაბილური ზრდის მაჩვენებლის შემდეგ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა კვლავ შემცირება დაიწყო.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსმა 3 აგვისტოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 7.288 დოლარი აჩვენა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინმა ფასის კლების შემდეგ შესაძლოა, კვლავ მოიმატოს. მოსალოდნელი ფასის ნიშნულები კი 9.600-დან 10.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

თუმცა, თუ ბიტკოინი კურსის მატებას ვერ შეძლებს მოსალოდნელი ფასებია ჯერ 7.250 შემდეგ კი, 6.000 დოლარი.

ეთერიუმი

ეთერიუმმა 404 დოლარის ზღვარი დაარღვია და 397 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. თუმცა მალევე შეძლო ფასის მომატება და 400 დოლარზე კურსის შენარჩუნება.

ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის კურსმა 404-დან 496 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი 405 დოლარზე ზემოთ შენარჩუნდება მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 500 დოლარამდე გაიზარდოს.

მეორე მხრივ, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 400 დოლარი შეადგინა მოსალოდნელია, რომ ფასი 358 დოლარზე დაეცეს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ზრდის მიმართულებით ცვლილებას დაელოდონ და ისე გააკეთონ არჩევანი.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რიპი 0.42 დოლარის ნიშნულს ინარჩუნებდა.

იმ შემთხვევაში, თუ რიპლიმ ამ დონის შენარჩუნება ვერ შეძლო მოსალოდნელი მაჩვენებლებია 0.38 და შემდეგ უფრო მცირე, 0.33 დოლარი.

მაგრამ, თუ რიპლიმ კურსის გაზრდა შეძლო კრიპტოვალუტის ღირებულება ჯერ 0.47-ზე, ხოლო შემდეგ 0.52-ზე აიწევს.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს სთავაზობენ, რომ 0.56 დოლარის ზემოთ ფასის აწევას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი 710 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი, კრიპტოვალუტა ამ ზღვარს ჩამოსცდება მოსალოდნელი ფასი 619-დან 657 დოლარს შორის იმოძრავებს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ფორმირებას დაელოდონ და ამის შემდეგ განახორიციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინი ახლოს არის 74 დოლარის ზღვართან.

თუ ლაიტკოინი 74 დოლარის შენარჩუნებას შეძლებს მოსალოდნელია, რომ ფასმა 91 დოლარმდე აიწიოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობის დაწყებამდე დაელოდონ კურსის შემცირების დასრულებას და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი