7 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1579

ორშაბათს, 7 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა 4.000 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით მოიმატა. ფასი კი 4.000 დოლარის ნიშნულს ასცდა და 4.025 დოლარზე დაფიქსირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ბიტკოინის კურსი 3.800-სა და 3.900 დოლარს შორის მერყეობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ღირებულება უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი პროცენტით შემცირდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმს ფასის განსაკუთრებული მატება არ დაუფიქსირებია. კრიპტოვალუტის კურსი ძირითაად 140-სა და 160 დოლარს შორის მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 136.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით კი, ციფრული ვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია გაზრდილია და დაახლოებით 138 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი