კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1684

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასების მცირე მერყეობა დაფიქსირდა, თუმცა კურსის მკვეთრი ვარდნის შემთხვევები არ ყოფილა.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსმა 6.831 დოლარის წინაღობა ვერ დასძლია და შესაბამისად, ფასი ისევ ძველ ნიშნულზე მოძრაობს. თუმცა, თუ ბიტკოინის კურსი შემცირდა მოსალოდნელია, რომ ფასი 6.250 დოლარზე ჩამოვიდეს.

თუმცა, 15 ოქტომბრის შემდეგ კურსის კლების ტენდენცია ნაკლებად მოსალოდნელია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის კურსმა ამ კვირასაც შესაძლოა, 5.900-სა და 6.832 დოლარს შორის გააგრძელოს მერყეობა. ფასის მერყეობა დასრულდება მას შემდეგ, რაც ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 7.400-სა და 8.400 დოლარს შორის დაიწყებს მოძრაობას.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიტკოინის ფასი უკიდურესად დაეცემა ვაჭრობა 5.900 დოლარზე შეწყვიტონ.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსი კვლავ 192-სა და 249 დოლარს შორის მოძრაობს. ეთერიუმის ფასის ზრდის ნიშანი იქნება, როდესაც ალტკოინის ფასი 249 დოლარს გადააჭარბებს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ, ხოლო ვაჭრობის განახლებას 250 დოლარზე რეკომენდირებენ.

რიპლი

რიპლის კურსის კლება 0.37 დოლარზე არის მოსალოდნელი. თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია ალტკოინის კურსის ზრდა 0.55-დან 0.62 დოლარის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე რიპლის ფასი 0.45 დოლარს შეადგენს ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსის კლების შემთხვევაში ფასის დაცემა 300 დოლარამდეა მოსალოდნელი. ამიტომ ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას 400 დოლარის ფარგლებში ურჩევენ.

ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 447 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ბოლო ორი დღის განმავლობაში კურსის გაუმჯობესება ეტყობა.

ლაიტკოინი

ლაიტკოინის ფასი კვლავაც 52 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მერყეობას. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსი 49 დოლარზე ჩამოვა ეს კლების ტენდენციის პირველი ნიშანი იქნება. ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ კურსმა 40 დოლარამდე დაიწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მომატებამდე ხანგრძლივი პოზიციების შეინარჩუნებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი